ჩემი ავტორობით, ან ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტები/ღონისძიებები/ინიციატივებ

 

Ø   19.05.2024 წ. მასწავლებელთა და მოსწავლეთა  ეროვნული კონფერენცია  ,,გამოცდილების გაზიარება თანამშრომლობის გზით", ეკო-სკოლების პროგრამის ფარგლებში;

Ø 2023-24 სასწ. წელი, მრჩეველი პედაგოგი პროექტის „ჩვენ ვმეგობრობთ ბუნებასთან". პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღია სივრცე არაფორმალური შეხვედრებისთვის, მშობელთა კრებებისთვის, კულტმასობრივი და მრავალი სხვა ღონისძიებისთვის. საჭიროების შემთხვევაი აქ შესაძლებელი იქნება გაკვეთილების ჩატარებაც, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ (გაკვეთილი ღია სივრცეში), ფილმების ჩვენება და სხვა. (პროექტის ავტორებმა უკვე გაიარეს 10 საათიანი ტრენინგკურსი პროექტის ფარგლებში საზოგადოება ,,ბილიკში", მიღებულ ცოდნას უზიარებენ სკოლის მოსწავლეებს. ივნისის ბოლოს ურეკში ვიზიტის შემდეგ ველოდებით დაფინანსებას პროექტის განსახორციელებლად.

  პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების მუნიციპალური პროგრამის    მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ბილიკი"  ხელშეწყობით;

Ø 2023-24 სასწ. წელი, მრჩეველი პედაგოგი ევროპული ფონდის  ახალგაზრდული ბანკის,  გორის ,,ახალგაზრდული იდეის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მოსწავლეთა პროექტის, ,,გამოცდილების გაზიარება თამანშრომლობის გზით“.  პროექტი გავიდა შედეგზე - 2024 წლის მაისში, ჩვენ სკოლაში მოეწყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა ეროვნული კონფერენციისეროვნული კონფერენციის, მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო სკოლების საერთაშორისო პროგრამაში ( Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT)  ჩართული საქართველოს ეკო-სკოლების  გამოცდილების გასაზიარებლად.. 

Ø 2023-24 სასწ.წელი, დარეგისტრირება ♻️E-SPACE - ის გამოწვევაზე. გამოწვევის ფარგლებში ნარჩენი მუყაოებისგან ბავშვებმა შექმნეს  დეკორაციები სასკოლო ღონისძიებებისათვის. 5 სექტემბრიდან სკოლაში მოეწყო საზაფხულო სკოლა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში  თავისი ხელით დაამზადეს დეკორაციები სასკოლო ღონისძიებისათვის. შექმნილი დეკორაციების ფონზე მეორე კლასელმა მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ზღაპარი "რწყილი და ჭიანჭველა".  სპექტაკლმა და დეკორაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა . მას იყენებენ არამარტო ჩვენი, არამედ სხვა სკოლის პედაგოგებიც.

Ø 2022-23 სასწ.წელი, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE), საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის. კონკურსში მთელი მსოფლიოდან 100 - ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა. ჩვენი საგრანტო პროექტი "Eco-fashion makers", შერჩეულ, მსოფლიოს სამოც საუკეთესო პროექტს შორისაა, მიღებული გრანტით შევიძინეთ საკერავი მანქანები და აქსესუარები ჭრა -კერვისთვის. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საკლუბო მუშაობაში ქალბატონ თამარის და მარიამ გასიტაშვილის ხელმძღვანელობით. კლუბი ეკო-კლუბის ,,ეკო-თაობა" შვილობილი კლუბია და ისინიც ნარჩენების მართვის მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას, მეორადი ტანსაცმლიდან/აქსესუარებიდან კერავენ/აკეთებენ ახალ ტანსაცმელს/ნივთებს. პროექტის ავტორი მარიამ გასიტაშვილი, მრჩეველი პედაგოგი თამარ ჯოლბორდი;

Ø 2022-23 სასწ.წელი, სექტემბერი, რგანიზაცია CENN-ის საგრანტო კონკურსი - ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში სსიპ გორის მე-10 საჯარო სკოლის პროექტ,  ,,ხელმარჯვე ოსტატები" ავტორი.

Ø 2023 წ. იანვარი-აგვისტო, მოთავე ინიციატივისა, რათა მოგვარებულიყო თემისთვის უმნიშვნელოვანესი  პრობლემა- შეწყვეტილიყო სკოლის ეზოზე და მის წინ ჩამომდინარე სანორინე წყლების დინება. ეკო-კომიტეტის წევრ მოსწავლეებთან ერთად გორის მერიასა და საქართველოს წყალმომარაგების კომპანიასთან მრავალჯერადი მიმართვის შემდეგ სკოლის მეზობელი კორპუსების ეზოში ამოიცვალა საკანალიზაციო ჭები და მოგვარდა წლობით მოუგვარებელი პრობლემა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, როგორც სკოლას, ისე სკოლასთნ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობას.

Ø 2022-23 სასწ. წელი, მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო სკოლების საერთაშორისო პროგრამა, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა. Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, მიმდინარე.; პროექტის ფარგლებში შეიქმნა ეკო-კლუბი ,,ეკო-თაობა“. განახორციელეს მრავალი აქტივობა, არამარტო შიდა სასკოლო, არამედ სკოლათშორისიც, იგულისხმება საქართველოს ეკო-სკოლები. 

Ø  2021-22 სასწ. წელი,  სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის“ STEM მიმართულების კლუბ „ჩხირკედელას“ ფარგლებში სსიპ გორის მე-10 საჯარო სკოლაში შეიქმნა კლუბი ,,ჩხირკედელები“. კლუბის ერთ-ერთი წევრის (გ. ჭავჭავაძე) ფიზიკისადმი და რობოტოტექნიკისადმი განსაკუთრებული დაინტერესების შემდეგ პედაგოგის რჩევით ჩაერთო კომაროვის საქართველოს ბანკი • Bank of Georgia Komarovi STEM School/კომაროვის STEM სკოლა -ის ერთობლივ პროექტში და როგორც წარმატებულმა მოსწავლემ მათგან ჯილდოდ ლეპტოპი დაიმსახურა. მომავალი პროფესიაც ამ მიმართულებით აქვს არჩეული. 

  პროექტის ფარგლებში 2022 წლის 11 თებერვალს გოგონათა და მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეზე STEM კლუბის გოგონებთან ერთად ვიზიტი თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იქ ნანახი და განცდილი, მიღებული საჩუქრები და ჯილდოები გოგონებსითვის დიდი მოტივაციის მიმცემი და სწავლაში ხელშემწყობი აღმოჩნდა;  

Ø2021-22 სასწ.წელი საერთაშორისო პროექტი ,,ჩემი საოცნებო სამყარო“  eTwinning-ის ფარგლებში  განხორციელდა 6 ქვეყნის 10 სკოლაში, მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენდნენ: თურქეთი, აზერბაიჯანი, იტალია, პორტუგალია და საქართველოდან გორის მე-10 საჯარო სკოლა (ზაფხულისთვის პროექტს წარვადგენთ ხარისხის ნიშანზე).               

Ø  2021.. საერთაშორისო პროექტ eTwinning-ის ფარგლებში პროექტი ,,არა პანდემიას!",  წალკის N1 საჯარო სკოლასთან ერთად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ გადმოგვეცა ხარისხის ნიშანი ;

Ø   2021-2022 სასწმიმდინარე - სსიპ გორის მე-10 საჯარო სასკოლო კლუბ ,,ჩხირკედელები"-ს ხელმძღვანელი, ,,ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის STEM მიმართულების კლუბის ,,ჩხირკედელას“ ფარგლებში.

Ø  2020, აგვისტო -სათემო საპროექტო ინიციატივა (,,ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია"), რომელიც ითვალისწინებდა სსიპ გორის მე-10 სკოლასთან ახლოს, 3 საცხოვრებელ კორპუსს შორის არსებულ ფართზე სკვერის კეთილმოწყობას, აღჭურვას სავარჯიშო დგარებით, ატრაქციონებით სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, აგრეთვე არსებული სტადიონის რეაბილიტაციას. სკვერით და სტადიონით სარგებლობენ არამარტო უახლოესი 4 კორპუსის ბავშვები და ახალგაზრდები, არამედ სკოლასთან მიმდებარე კორპუსების სხვა მოსახლეობაც. პროექტი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მიერ საინიციატივო პროექტების დაფინანსების ფარგლებში.

Ø 2018-2019 წწ. PH International და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ერთ წლიანი ტრენიგ კურსის გავლის შემდეგ მომხსენებელი კონფერენციაზე. პროექტი ითვალისწინებდა სკოლის ისტ-ის, სამოქალაქო განათლების და ინგლისური ენის პედაგოგების მიერ ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა-განხორციელებას, პროექტის ფაგლებში ინგლისური ენის დაუფლებას;

Ø  2016წ. სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის  მიზნითპროექტი: ,,მეგობრობა 2007-20016" (მატერიალური სახით);

Ø  2015ინოვაციური განათლების ფონდის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივ კონკურსში ,,სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“ ნამუშევრის წარმოდგენისთვის საპრიზო ადგილის სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი; 

Ø  2011., საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებებისპროექტების კონკურსის ფარგლებში, პროექტის ,,მეგობრობა გაგრძელდა და გაფართოვდაავტორი და კოორდინატორი

Ø   2011 ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებშიჩემი ავტორობით და ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი ,,ახალგაზრდული სწავლების ცენტრი“, პროექტის ფარგლებში კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ერთი ოთახი დაიქსელა ინტერნეტით და პირველკლასელთა დედებს ჩემს მიერ ჩაუტარდათ ტრენინგები კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესასწავლად

Ø  2011 წელისაზოგადოება ,,ბილკისდაფინანსებით სსიპ ზერტის საჯარო სკოლის პროექტი ,,მარჯვე ხელები", მრჩეველი წერისას და განხორციელებისას;

Ø   2011 წელი, PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სსიპ ზერტის საჯარო სკოლის პროექტი ,,ჩვენ ერთად შევცვლით უკეთესობისკენ მომავალს"მრჩეველი წერისას და განხორციელებისას;

Ø   2011 წელიდებულების შემუშავება და ორგანიზება რეგიონალური ინტელექტუალური კონკურსისა ,,ჩვენ და სამოქალაქო განათლება", საზოგადოება ,, ბილიკთანერთად  PH International-ის დაფინანსებით (კონკურსი ჩატარდა 3 ეტაპადჩართული იყო რეგიონის 60 სკოლა მათ შორის ზერტის საჯარო სკოლაში შექმნილი ახლად შექმნილი კლუბი,  ,,ფავორიტები") ;

Ø   ორგანიზება კვირეულისა ,,აკაკი 170", მასალების თავმოყრა და წარდგენა რესურსცენტრში,როგორც გორის მე-10 საჯარო სკოლის ისე ზერტის სკოლებისთვის (რაიონის მასშტაბით უნდა გამოვლენილიყო 2 გამარჯვებული სკოლა, ორივე სკოლას გამარჯვება ხვდა წილად და მასალები გადაიგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიაკაკის კვირეული სკოლაში ;

Ø  2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბილიკი“- (საგრანტო კონკურსის,  ,,დაიწყე მცირეთი“ ფარგლებშიდაფინანსებით პროექტი ,,მომავალი ჩვენია“, მრჩეველი პედაგოგი;  ბლოგი შექმნილია მოსწავლის მიერ, პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნით,  იქვე განთავსებულია სასკოლო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში სხვა მოსწავლეთა ბლოგები;

Ø   2009ივნისი -გორის ჩუბინიშვილის სახელობის კულტურისა და ტურიზმის ცენტრში ჩატარებულ სკოლის სასწავლო წლის დამთავრებისადმი მიძღნილი შემაჯამებელი ღონისძიება ,,ღია კარის დღე“, ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელიღონისძიება ჩატარდა სკოლის პოპულარიზაციის, მოსწავლეთა მოზიდვის, ასევე სკოლის ბენეფიციარების და ქალაქის ხელმძღვანელობისადმი სკოლის საქმიანობების გაცნობის მიზნით.

Ø 2009 ამერიკის საელჩოს საელჩოს დაფინანსებით პროექტი ,,მშვიდობის ბანაკი“, რომელიც მიზნად ისახავდა 2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს სკოლაში, სამაჩაბლოდან  დევნილი 60  მოსწავლისთვის მოეწყო სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი ატენის ხეობაში,  მათთვის ინგლისური ენის უკეთ შესწავლის მიზნით (საკუთარ სკოლებში ისინი გერმანულს სწავლობდნენ) -ავტორი, კოორდინატორი და ბანაკის ხელმძღვანელი

Ø2009 .  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსსაქართველოს 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში გორის X საჯარო სკოლის პროექტი - ''შემოდიოდა სიკვდილი ცელით''. პროექტის ხელმძღვანელი ჯოლბორდისკოლას საქართველოს 19 სკოლასთან ერთად საჩუქრად გადაეცა პროექტორი და ლეპტოპი 

Ø2009განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორი სკოლების გამგეობის კავშირის ერთობლივი პროექტი ''წარმოგიდგენთ საქართველოს''ნომინაციაში ,,სკოლის წარმოჩენა - I ადგილიხელმძღვანელი;

Ø2009 წ. პროექტით, ,,მიყვარს ხტუნვა თამაში" მოძიებული თანხით და თემის თანადაფინანსებით  სკოლაში აღდგა მცირე სააქტო დარბაზი, რომელსაც დღეს სკოლა იყენებს როგორც სპორტის გაკვეთილებისთვის, ისე საცეკვაო დარბაზადაც-ავტორი.

Ø2008 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სკოლებში სახელობო განათლების დანერგვის კონკურსის ფარგლებში პროექტი ''აბეზარა''- ავტორიმოპოვებული თანხით სკოლამ შეიძინა ავტომანქანარომელზეც სკოლის მოსწავლეები მანქანის მართვას ეუფლებოდნენ

Ø 2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლებისათვის საველე პროექტების კონკურსის ფარგლებში პროექტი ''საქართველოს მშვიდობიანი ცის ქვეშ''- ავტორი, სკოლას საჩუქრად გადაეცა 30 კაციანი სალაშქრო მოწყობილობის კომპლექტი

Ø 2008 წელიავტორი საცდელი პროექტისა ,,ჩემი ქალაქის ღირსეული ადამიანები  . პროექტი განხორციელდა  iEARN საერთაშორისო ქსელის ფარგლებში (იხ. www.iearn.org) GEARN საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის მიერ (იხhttp://gearnbeta.blogspot.com);  პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ისეთი ადამიანების მოძიებარომლებიც დღესდღეობით ,,ჩრდილშიდგანანსაზოგადოებამ ცოტამ თუ იცის მათი ღირსებების შესახებმათს შესახებ ინფორმაციის მოძიებით და ინტერნეტში განთავსებით ისინი წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშემათი ცხოვრების შესწავლით მოსწავლეები შესძლებენ ამ ადამიანების წარმატებების და პრობლემების გათავისებასწარმატებები ბავშვებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაშიამასთანავე დაიწყებენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად (თუ ასეთი არსებობსგზების ძიებასპროექტში ჩართვის სურვილი მრავალმა მოსწავლემ გამოთქვა:

·     პროექტში ჩაერთო მე-10 სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი და შეიქმნა ბლოგი ,,მე არავინ...“ 

·    გორის მე-4 საჯარო სკოლა პროექტით ,,შურა პაპას საიდუმლოება; 

·    გორის მე-4 საჯარო სკოლა პროექტით ,,ვიცნობდეთ ჩვენი ქალაქის სასახელო ადამიანებს ;

·    გორის მე-4 საჯარო სკოლაპროექტით ,,ახალგაზრდა შემოქმედი“;

·    ზერტის საჯარო სკოლის პროექტი, ,,ნაცნობი უცნობი“  

·    გორის მე-4 საჯარო სკოლაპროექტით ,,ფოთოლცვენაა ჩემი ცხოვრების გზაზე“;

Ø 2007 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ზოოლოგიური პარკის ერთობლივი კონკურსი ''შეიცან თავი შენი''  საჯარო სკოლის პროექტის ''SOS'' მოსწავლეთა 5 კაციანი ჯგუფის მონაწილეობითკონსულტანტისკოლას საჩუქრად გადაეცა ვიდეო კამერამოსწავლეებს კისქელტანიანი ენციკლოპედიებიციფრული ფოტოაპარატები და 5 დღიანი დასვენება ხარაგაულის ეროვნულ პარკში;  

Ø 2007 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 'სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში (პროექტი - ''ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენ ვართ ყველაო'', თანაავტორიმოეწყო საზაფხულო ბანაკი საქართველოს ქართულაზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვისსკოლის ეზოში გაშენდა ,,მეგობრობის ხეივანი“. ტელერეპორტაჟი ;  http://banaki-cisartyela.blogspot.com), 

Ø 2007 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საინიციატივო პროექტების გამოსავლენი კონკურსი (პროექტი-,,ტყე შეუნახე შვილებსა")პროექტის მრჩეველი პედაგოგიმოპოვებული თანხით გაკეთდა ეზოში შადრევანი და მოეწყო სკოლის ეზომრჩეველი პედაგოგი

Ø 2006 წლის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მარტივი ტიპისღია სპორტული მოედნების აღდგენა-მოწყობის პროგრამა ''გიორგი ნიკოლაძის'' ფარგლებში (პროექტი ''ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია'')-ავტორი, სკოლას პროექტის ფარგლებში ჩაერიცხა მოთხოვნილი 5 ათასი ლარი ღია სპორტული მოედნის მშენებლობისათვისპროექტის განხორციელებისთვის ჩემი და ქეთევან სარაულის ინიციატივით მივმართეთ გორის ხელმძღვანელობას და მათი შუამდგომლობით პრეზიდენტთან  მიმართვის შემდეგ სკოლას შემოემატა 600 მიწის ნაკვეთისადაც პროექტის ხარჯებით მოეწყო ფეხბურთის მოედანი

Ø 2006 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მესამე საგრანტო კონკურსი სკოლებისათვის კომპიუტერულიაღჭურვის მოსაპოვებლად ''ირმის ნახტომის'' ფარგლებში (პროექტი ''ძალა ერთობაშია'')-ავტორიკოლას გადაეცა 10 კომპიუტერი

Ø 2005 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეორე საგრანტო კონკურსი სკოლებისათვის კომპიუტერულიაღჭურვის მოსაპოვებლად ''ირმის ნახტომის'' ფარგლებში (პროექტი ''ინტერნეტი ყველას'')-ავტორისკოლას გადაეცა 3 კომპიუტერი;